Accentnews.ge
სავალდებულო საბაზო განათლება10 კლასით განისაზღვრება

სავალდებულო საბაზო განათლება10 კლასით განისაზღვრება

18/07/2024 10:49:30 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას.

კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).

"კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები" , - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S