Accentnews.ge
იანუკოვიჩის ნდობით აღჭურვილ პირს 1 მილიარდ გრივნაზე მეტის ღირებულების ქონება ჩამოართვეს

იანუკოვიჩის ნდობით აღჭურვილ პირს 1 მილიარდ გრივნაზე მეტის ღირებულების ქონება ჩამოართვეს

18/07/2024 12:01:34 მსოფლიო

უკრაინაში ყოფილ სახალხო დეპუტატს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის საოკუპაციო ძალების დაფინანსებაში, ქონება ჩამოართვეს.

დაბლოკილი აქტივების ჯამური ოდენობა 1 მილიარდ გრივნაზე მეტია. საუბარია საბანკო ანგარიშებზე და 4 ბინაზე კიევში, სახლსა და უკრაინის დედაქალაქის მახლობლად არსებული მიწის ნაკვეთზე, ასევე 7 პრემიეუმ კლასის ავტომობილზე,– იტყობინება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

ეჭვმიტანილი გაქცეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ნდობით აღჭურვილ პირია. მედიის ცნობით, საუბარია ნიკოლაი იანკოვსკიზე.

უკრაინის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ის და მისი 3 თანამზრახველი ეჭვმიტანილი არიან "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ტერორისტული ორგანიზაციის ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერაში.

ეჭვმიტანილებმა 2015 წელს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკურ წრეებთან კავშირი დაამყარეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მედიკამენტების საწარმოს საქმიანობა განაახლეს. ისინი უზრუნველყოფენ ფსევდორესპუბლიკის აფთიაქებს მედიკამენტებით და აწვდიან ტკივილგამაყუჩებლებს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს აგრესორი ქვეყნის პირველადი დახმარების ცენტრებსა და სამხედრო ჰოსპიტალებს.

"ცენტრალური რესპუბლიკური ბანკის" მეშვეობით ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბიუჯეტში გარკვეული "გადასახადების" გადახდით ეჭვმიტანილები აფინანსებენ ტერორისტულ ორგანიზაციას.

ექს-დეპუტატი საზღვარგარეთ წავიდა ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, მისი ორი თანამზრახველი კი კვლავ დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში რჩება და აგრძელებენ არალეგალურ ბიზნესს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S