რა ქონებას ფლობს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი

18-07-2024 09:02:01 პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა. 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

გიორგი გაბიტაშვილს 2024 წელს დეკლარაცია ჯერ არ აქვს წარდგენილი, ხოლო მის მიერ 2023 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახის მფლობელობაში 4 ბინა და1 საცხოვრებელი სახლია. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, გაბიტაშვილის ოჯახი რიგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის თანამფლობელია.

დეკლარაციაში გაბიტაშვილის ოჯახის წევრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: დედა მედეა ლომიძე, მეუღლე მაგდა მაჩაიძე, შვილები – ნინი და ნიკოლოზ გაბიტაშვილები.

  • დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გიორგი გაბიტაშვილი არის 4, 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამფლობელი, რომელიც მდებარეობს, დაბა წყნეთში, მწვანეს ქუჩა N 4–ში. გაბიტაშვილმა ნაკვეთი 2021 წელს შეიძინა და მის 50%–იან წილს ფლობს. რა დაუჯდა მას ამ მიწის ნაკეთის შეძენა მითითებული არ არის.
  • გარდა ამისა, გიორგი გაბიტაშვილის მფლობელობაშია 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში. გაბიტაშვილმა ნაკვეთი 2011 წელს 4500 აშშ დოლარად შეიძინა. დოკუმენრის თანახმად, გაბიტაშვილის მფლობელობაშია 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ორბეთში. გაბიტაშვილმა ნაკვეთი 2011 წელს 4500 აშშ დოლარად შეიძინა.
  • გაბიტაშვილმა 2013 წელს თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე 169,12 კვ.მ ბინა 95 000 აშშ დოლარად შეიძინა.
  • მან 2022 წელს თბილისში, გიორგი მიროტაძის ქუჩაზე 58,3 კვ.მ ბინა 50 000 აშშ დოლარად შეიძინა.
  • გაბიტაშვილის დედა მედეა ლომიძე 2001 წლიდან ფლობს 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში , სოფელ ფონიჭალაში. იგი 2014 წლიდან ფლობს 29,85 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს თბილისში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე. ამასთან, 2010 წლიდან მის მფლობელობაშია 48 კვ.მ ბინა, რომელიც თბილისში, ც. დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. 2014 წლიდან მის მფლობელობაშია არასაცხოვრებელი 5,94 კვ.მ ფართი, რომელიც მდებარეობს თბილისში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე. იგი 2022 წლიდან არის 663 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამფლობელი (25%–იანი წილი), რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიშხეთში მდებარეობს.
  • გაბიტაშვილის მეუღლე მაგდა მაჩაიძე 2011 წლიდან ფლობს 33,94 კვ.მ ბინას, რომელიც თბილისში, გარეკახეთის ქუჩაზე მდებარეობს.

როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მაგდა მაჩაიძის მფლობელობაშია ავტომობილი lexus nx 300, რომელიც მან 2022 წელს 19 813 აშშ დოლარად შეიძინა.

ქონებრივი დოკუმენტის თანახმად, გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშები "თიბისი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში" აქვთ:

  • გიორგი გაბიტაშვილი – "თი–ბი–სი ბანკი"– სახელფასო– 8438,49 ლარი
  • მედეა ლომიძე – "თი–ბი–სი ბანკი"– სახელფასო–316 ლარი
  • მაგდა მაჩაიძე – "თი–ბი–სი ბანკი"– სახელფასო – 4269 ლარი
  • მაგდა მაჩაიძე – "თი–ბი–სი ბანკი" – საკრედიტო – 3479,6 ლარი
  • მაგდა მაჩაიძე – "საქართველოს ბანკი" – საკრედიტო– 20,5 ლარი
  • გიორგი გაბიტაშვილი– "საქართველოს ბანკი"– საბარათე ანგარიში – 56 868,8 ლარი.

გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ გიორგი გაბიტაშვილს აქვს 180 000 ლარის ოდენობის დანაზოგი და 115 000 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი უძრავი ქონებიდან და მისი გაყიდვიდან.

დოკუმენტის თანახმად, მაგდა მაჩაიძემ სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტში მონაცემთა მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში 01.01.2022–დან 31.12.2022–მდე 53 938,45 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

მედეა ლომიძემ სსიპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახური – ადმინისტრაციული სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტად მუშაობის პერიოდში 01.01.2022–დან 31.12.2022–მდე 13 881 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

გიორგი გაბიტაშვილმა გენპროკურორის მოადგილედ მუშაობის პერიოდში 01.01.2022–დან 31.12.2022–მდე 92 620,8 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება გასავალსა და შემოსავალს, ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

  • გიორგი გაბიტაშვილი – სესხი, ფულადი თნხა, 100 000 USD – 18.06.2013, 18.06.2013-02.10.2023, ბანკი – 8368,94 USD (გასავალი);
  • გიორგი გაბიტაშვილი –ნასყიდობა, უძრავი ქონების შეძენა, 50 000 USD – 07.09.2022, 07.09.2022-07.09.2022, საჯარო რეესტრი – 50000 USD (გასავალი);
  • გიორგი გაბიტაშვილი – ნასყიდობა, უძრავი ქონების გასხვისება, 35000, USD– 25.07.2022, 25.07.2022-25.07.2022, საჯარო რეესტრი– 35000 USD (შემოსავალი);
  • გიორგი გაბიტაშვილი –ნასყიდობა, უძრავი ქონების გასხვისება, 47000, USD – 06.05.2022, 06.05.2022-06.05.2022, საჯარო რეესტრი – 47000 USD (შემოსავალი);
  • გიორგი გაბიტაშვილი –ნასყიდობა, უძრავი ქონების გასხვისება, 33000, USD – 04.05.2022, 04.05.2022-04.05.2022, საჯარო რეესტრი –33000 USD (შემოსავალი);
  • გიორგი გაბიტაშვილი – სესხი, კრედიტის მიღება, 120480, GEL– 07.09.2022, 07.09.2022-06.09.2032, სს საქართველოს ბანკი– 3530,55 GEL (გასავალი);
  • მაგდა მაჩაიძე – ნასყიდობა, ავტომანქანის შესყიდვა, 19813, USD – 20.06.2022, 20.06.2022-შესყიდვა, ტრანსპორტირება და საქართველოში იმპირტი, შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“ – 19813 USD (გასავალი).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები