
ზელენსკი ევროპის სამიტის მონაწილეებს ერთიანობისა და სიმამაციკენ მოუწოდებს
18/07/2024 12:32:09 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ვლადიმირ პუტინმა ვერ მიაღია მიზანს – ვერ შეძლო ევროპაში განხეთქილების შექმნა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო მკაფიო იქნება ევროპა ერთიანობის შენარჩუნებაში, ჩვენ უფრო ხანგრძლივი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი.
„პუტინი ვერ შეინარჩუნებს ურთიერთობას ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ის უპირატესობად რჩება მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ვართ ერთიანები. ის შეიძლება შეეცადოს თქვენთან დაახლოებას ან ინდივიდუალურად წავიდეს თქვენს ზოგიერთ პარტნიორთან, შეეცადოს თქვენზე ზეწოლის მოხდენას, დაშანტაჟებას, რათა ერთ-ერთმა თქვენგანმა უღალატოს დანარჩენებს - დაასუსტოს ჩვენი ერთობა. დიახ, ყველა თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს და რა მემკვიდრეობა დატოვოს, მაგრამ თუ ვინმე ევროპაში ცდილობს სხვის ზურგს უკან ან თუნდაც სხვის ხარჯზე გადაჭრას საკითხები, თუ ვინმეს სურს იმოგზაუროს ომის დედაქალაქში, ისაუბროს და შესაძლოა დაჰპირდეს რაიმეს ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ ან უკრაინის თუ სხვა ქვეყნების ხარჯზე. მაშინ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი ადამიანი? ევროკავშირს და ნატოს- ასევე შეუძლიათ თავიანთი საკითხების მოგვარება ამ ერთი ინდივიდის გარეშე“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა სიმამაცე არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც:
„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი იარაღისა და დიპლომატიის ძალით მივიყვანოთ ეს ომი დასასრულამდე და არ უნდა გვეშინოდეს ამ შესაძლებლობების. რაც უფრო ეფექტური იქნება ჩვენი საჰაერო თავდაცვა, მით უფრო უმწეო იქნება პუტინი. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვები გვექნება ეფექტური იარაღის გამოყენებაზე, მით უფრო მეტად მოინდომებს რუსეთი მშვიდობას. [...] თქვენი სიმამაცე შეიძლება გადამწყვეტი იყოს მშვიდობისთვის“.