
ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
18/07/2024 12:32:32 მსოფლიო
ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დღეს, ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას მხარი 401-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, ხოლო 15–მა თავი შეიკავა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის დამტკიცებისთვის 361 ხმა იყო საჭირო.
ლაიენი ევროკომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.