"ამ მოვლენას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით" – სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აშშ–ს სამხედრო წარმომადგენელი ეყოლება

18-07-2024 17:18:49 კავკასია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ, რომელიც 13–16 ივლისს სომხეთში იმყოფებოდა, მედიასთან, მათ შორის, სომხურ–ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამერიკული არმიის წარმომადგენელი იმუშავებს, ზეიამ უპასუხა:

„ვადასტურებ. ამ მოვლენას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. დეტალები შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენს ელჩთან და პრესსამსახურთან. ჩვენ მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის როგორც სამოქალაქო, ისე უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს ასევე მიუთითებს სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის ისტორიულ ფაქტზე“,– თქვა ზეიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ–მა "დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი ნაბიჯების" ფონზე, საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ განაცხადა. პირველ ეტაპზე სავიზო შეზღუდვები დაუწესა მმართველი გუნდის რიგ წარმომადგენლებს, შეაჩერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი წვრთნები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები