Accentnews.ge
ბრიტანეთმა სანქციების სიაში 11 რუსული გემი დაამატა

ბრიტანეთმა სანქციების სიაში 11 რუსული გემი დაამატა

18/07/2024 16:53:26 ევროპა, მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 11 რუსული ხომალდი დაამატა.

მთავრობამ განაცხადა, რომ გემების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაკავშირებულია რუსეთიდან მესამე ქვეყნებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასთან.

გემები, სავარაუდოდ, პანამის, გაბონისა და კუკის კუნძულების დროშების ქვეშ დაცურავდნენ,– ნათქვამია მოხსენებაში.

ივნისში დიდმა ბრიტანეთმა პირველად დააწესა სანქციები რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ - საზღვაო გემების, რომლებიც ახორციელებენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას და ხელს უწყობენ ვაჭრობას მოსკოვთან დასავლეთის სასანქციო რეჟიმის გვერდის ავლით.

"ინგოსტრახი", კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევს რუსული ნავთობის ექსპორტიორებს, მათ შორის გემების დაზღვევას, ასევე შეიტანეს სანქციების სიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S