
„ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ვუყვარვარ, მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო“
29/05/2019 15:06:58 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. მას „ბორისპოლის“ აეროპორტში პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდნენ.
„ხომ ხედავთ, ხალხის ემოცია როგორია, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრეებიც ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო“, – განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა აღუდგინა.