
ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა
18/07/2024 19:25:15 მსოფლიო
თურქეთში ტყის ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა, ავიაკომპანიები ფრენებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ.
ავიაკომპანია „პეგასუსის“ ცნობით, იზმირის აეროპორტის დახურვის გამო ავიაკომპანია ფრენებს ბოდრუმის აეროპორტიდან ასრულებს.
მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი თვითმფრინავი, 16 შვეულმფრენი და 35 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.