სომხეთი და აზერბაიჯანი ლონდონში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

18-07-2024 23:42:11 კავკასია

სომხეთი და აზერბაიჯანი ლონდონში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შესთავაზეს, „თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო ეს წინადადება".

"სომხური მხარის წინადადება ძალაში რჩება“, – ამბობენ სომხეთის საგარეოში და აზერბაიჯანს ასევე სთავაზობენ უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების გააქტიურებას და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას.

თავის მხრივ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უარს სომხური მხარე ამბობს და ერევნის გადაწყვეტილება წინა სამშვიდობო შეთანხმებებიდან გადახრაა.

მისივე თქმით, შეხვედრა ბრიტანეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები