
ჩილეში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
19/07/2024 06:01:04 მსოფლიო
ჩილეში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპულ-ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.
მიწისძვრის ეპიცენტრი სან პედრო დე ატაკამას დასხლებიდან 43 კმ-ში, 128 კმ სიღრმეზე იყო.
ქვეყნის პრეზიდენტის გაბრიელ ბორიჩის განცხადებით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს მონაცემები მსხვერპლისა და სერიოზული ზარალის შესახებ. თუმცა დასახლებას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
"მე დავუკავშირდი რეგიონის წარმომადგენელს და დღემდე არ არის ცნობები მსხვერპლის ან სერიოზული დაზიანების შესახებ, მაგრამ სპეციალისტები აგრძელებენ ინფორმაციის შეგროვებას," - განაცხადა მან.