Accentnews.ge
ტრამპი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

ტრამპი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

19/07/2024 06:04:06 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკურმა პარტიამ" ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის პროცესი დაასრულა.

პარტიის ყრილობაზე, რომელიც ქალაქ მილუოკიში 15 ივლისიდან მიმდინარეობდა, შეკრების პირველივე დღეს დელეგატების ხმათა უმრავლესობით, 78 წლის დონალდ ტრამპი წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად.

ყრილობის ბოლო დღეს, 18 ივლისს, საღამოს ტრამპმა დელეგატებს მიმართა და განაცხადა, რომ იღებს ნომინაციას და პრეზიდენტად კენჭს იყრის "არა ნახევარი, არამედ მთელი ამერიკისთვის".

დონალდ ტრამპმა ისაუბრა 13 ივლისს მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ამერიკელებს მადლობა გადაუხადა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, ერთიანობისკენ მოუწოდა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის ისტორიაში ოთხ უდიადეს წელს დაჰპირდა.

რესპუბლიკელების ყრილობაზე გამოსვლისას დონალდ ტრაპმმა ტრადიციულად გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, მათ შორის იმის გამო, რომ დედამიწა „ომების პლანეტად" იქცა და განაცხადა, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა.

ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებს ყველა საერთშორისო კრიზისს, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის ომს, თუმცა როგორ, არ დაუკონკრეტებია.

რესპუბლიკელი დელეგატების წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრაპმმა მტკიცებულებების გარეშე ისევ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს პრეზიდენტად არჩევაში ხელის შეშლას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S