Accentnews.ge
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2024 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2024 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს

19/07/2024 08:19:29 საზოგადოება, რეკლამა

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2024 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს..

მისი ცნობით, გამარტივებულ წარმოებაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია.

"2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 8 165 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ; 6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტმა დაასრულა 7 607 საქმე; აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 109 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 3 119 შემთხვევაში.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S