მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებულია, მათ შორის ბანკების, სასწრაფო დახმარების სამსახურებისა და ავიაკომპანიების მუშაობა

19-07-2024 12:48:30 მსოფლიო

მთელი მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხებები დაფიქსირდა, – იუწყება BBC.

მისი ცნობით, პრობლემები შეექმნა ავიახაზების, მედიის, ბანკების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას. ბევრი ფრენა გადაიდო, აეროპორტებში რიგები და გაურკვევლობაა.

BBC–ის ცნობით, სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ბერლინის აეროპორტის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეფერხებები აქვთ. პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთში ყველა აეროპორტში.

გაერთიანებულ სამეფოში სარკინიგზო კომპანიები აცხადებენ, რომ „ფართო IT პრობლემებს განიცდიან“.

გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებებს განიცდის ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის პლატფორმაც.

ამასთან, Sky News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ United Airlines-მა, Delta Airlines-მა და American Airlines-მა ფრენები შეაჩერეს.

იაპონიის ნარიტას აეროპორტში, ტოკიოდან დაახლოებით 60 კილომეტრში, განაცხადეს რომ ავიაკომპანიებს JetStar, Jeju Air, Qantas, HK Express და Spring Japan პრობლემები აქვთ თავიანთ სისტემებთან.

IT სისტემების პრობლემების გამომწვევუ მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია, მაგრამ "მაიკროსოფტი" ამბობს, რომ შესაბამის ზომებს იღებს. ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ის პროგრამულ უზრუნველყოფაშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები