Accentnews.ge
სარფში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სარფში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

19/07/2024 10:19:04 სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, სარფის საზღვარზე ერთი უცხო ქვეყნის და ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე - 1981 წ. დაბადებული თ.ე და 1986წ. დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S