
გიორგი კალანდარიშვილმა ჩინეთის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა
19/07/2024 10:49:48 პოლიტიკა, რეკლამა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
"ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო.
გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს", – ნათქვამია ინფორმაციაში.