BBC: მეცნიერებმა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის „უნივერსალურ მეთოდს“ მიაგნეს

21-01-2020 11:10:53 ეს საინტერესოა

BBC–ს ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს განკურნების „უნივერსალურ მეთოდს“ მიაკვლიეს: კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა, ექიმებს ადამიანის იმუნური სისტემის „მოდიფიკაციისა“და მისი კიბოს უჯრედების წინააღმდეგ „მიმართვის“ საშუალებას მისცემს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური წამლის გამოგონება გააიოლოს. ახალი მეთოდი ჯერ კლინიკურად გამოცდილი არ არის, თუმცა მკვლევარები აცხადებენ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს.

მეცნიერებმა ადამიანის იმუნური სისტემის, უნიკალური ტიპის უჯრედები – ტ-ლიმფოციტები აღმოჩინეს. აღნიშნულ უჯრედებს, სხვებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ტიპის საფრთხის განეიტრალება შეუძლიათ.

„არსებობს შანსი, ამ აღმოჩენებმა ყველა პაციენტი განკურნოს. ადრე არავის წარმოედგინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია“, – აცხადებს მკვლევარი ჰენრი სიუელი.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ტ-ლიმფოციტების უჯრედების ზედაპირზე არსებობს ქიმიური რეცეპტორები, რომელთა საშუალებითაც ისინი განსაზღვრავენ ანტიგენებს, რომლებიც ორგანიზმს საფრთხეს უქმნიან.

ეს მეთოდი გამოსცადეს ფილტვების, სისხლის, მკერდის, ნაწლავის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედებზე. შედეგად ლიმფოციტები ანადგურებდნენ კიბოს უჯრედებს და არ ეხებოდნენ ჯანმრთელ უჯრედებს.

როგორ არჩევს ტ-ლიმფოციტი კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედებისგან, ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ მისი რეცეპტორები ურთიერთქმედებენ ემ-ერ-1-ის სახლით ცნობილ მოლეკულასთან, რომელიც ადამიანი ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედის ზედაპირზე არსებობს.

როგორც ცნობილია, კიბოს უჯრედები იყენებენ ემ-ერ-1-ის ტიპის მოლეკულებს, რათა იმუნურ სისტემას „დაემალონ“. მაგრამ, როგორც კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, ტ-ლიმფოციტს შეუძლია ემ-ერ-1-ის ტიპის უჯრედისგან მიიღოს სიგნალი, რომ უჯრედის მეტაბოლიზმი დარღვეულია, შესაბამისად, ეს არის სიმსივნის უჯრედი.

„ჩვენ პირველებმა შევძელით ტ-უჯრედები აღწერა, რომელსაც კიბოს უჯრედებში ემ-ერ-1-ის აღმოჩენა შეუძლია. მანამდე ეს არავის გაუკეთებია“, – ამბობს „ბიბისისთან“ მკვლევარი ჰარი დოლტონი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები