
ლიეტუვა ვილნიუსის გაუქმებული თბოელექტროსადგურის კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობას უკრაინას გადასცემს
19/07/2024 11:35:40 მსოფლიო
ლიეტუვა უკრაინას გაუქმებული თბოელექტროსადგურის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს, – იუწყება LRT.
ენერგეტიკულმა კომპანიამ "Ignitis Gamyba" რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინას ჩუქნის 300-ზე მეტ ძირითადი აღჭურვილობის ნაწილს, მათ შორის ტურბინები და გენერატორები. მათი გადატანა გაუქმებული ვილნიუსის CHP-3-დან მოხდება.
აღნიშნული ელექტროსადგური 2015 წელს მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო დაიხურა. კომპანიის ხელმძღვანელის ასტა სუნგაილენის თქმით, CHP-3-ის აღჭურვილობა არა მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვისაა შესაფერისი, არამედ ქვეყნის ელექტრო ქსელის ოპერატორის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს.