Accentnews.ge
უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვი დაიბრუნა

19/07/2024 12:24:34 მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლებამ მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვის დაბრუნება, - ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დიმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.

"ჩვენ მოვახერხეთ 12 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნება! ბავშვები დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ნათესავებთან ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, ისინი ახლა უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. ოჯახები ყვებიან, როგორ აიძულეს რუსული პასპორტების აღება, რადგან „ახალი საბუთების“ გარეშე მოქალაქეებს არანაირი უფლება არ აქვთ და ვერც სოციალური გარანტიით ისარგებლებენ და ვერც სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ექიმები არ იღებენ თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც კი, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თუმცა მშობლებს მოუწოდებენ, გაგზავნონ შვილები „რეაბილიტაციაზე“, რაც ხშირად გულისხმობს დეპორტაციას ან იძულებით გადაადგილებას. ზოგიერთ ბავშვს მოუწია სწავლა "რუსულ სკოლაში", სადაც "რუსული მშვიდობის" აქტიური კამპანია მიმდინარეობდა", - წერს ლუბინეცი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S