
მედია: საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
19/07/2024 12:30:59 მსოფლიო
საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ცოტა ხნის წინ განიხილეს,- იტყობინება France Info საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, კიევი პარიზიდან მიიღებს 128 ჯავშანმანქანას VAB, 18 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს და 24 მსუბუქ ტანკს. გარდა ამისა, მიიღებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, სატვირთო მანქანებს და რადარებს.
ამავდროულად, გამოცემის ცნობით, საფრანგეთი მოელის, რომ 2024 წლის სექტემბერში ორი ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიწყებს სწავლებებს ადგილობრივ სასწავლო ცენტრებში.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე ფრანგული Mirage 2000-5 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემა გამოაცხადა და 4500 უკრაინელი სამხედროს მომზადება.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ Mirage 2000-5-ის გამანადგურებლების მართვს უკრაინელი მფრინავები და მექანიკოსები საფრანგეთის ტერიტორიაზე შეისწავლიან.