Accentnews.ge
მედია: უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

მედია: უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

19/07/2024 12:48:20 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო მსროლელებმა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით რუსული “სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - იუწყება უკრაინული მედია.

მისი ცნობით, რუსული თვითმფრინავი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაბომბვას ცდილობდა.

როგორც მედია იტყობინება, „სუ-25“ გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S