
მედია: ზელენსკიმ და ტრამპმა სატელეფონო საუბარი დაგეგმეს
19/07/2024 12:56:54 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევისთვის სატელეფონო საუბარი დაგეგმეს, იუწყება CNN ორ წყაროზე დაყრდნობით.
ერთი წყარო გამოვიდა შეხსენებით, რომ პოლიტიკოსების განრიგი ხშირად იცვლება. თანამოსაუბრის თქმით, მოლაპარაკებები ზარის დროზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეს იქნება პირველი კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა.
მანამდე ტრამპმა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ რესპუბლიკური პარტიის ყრილობის დროს ახსენა.
”მე დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის რუსეთის საშინელ ომს უკრაინასთან, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი”, - თქვა მან და არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.
ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა აშშ–ის ნებისმიერ ხელისუფლებასთან იმუშაოს. მან დასძინა, რომ დონალდ ტრამპთან მუშაობა აშშ-ის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში „რთული სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარე ხალხი ვართ“. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს.