19-07-2024 17:59:52 ეკონომიკა
19 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6996 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.94 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9382 ლარი გახდა.