
ტყის ხანძრის გამო ათენში მდებარე ბავშვთა ბანაკის ევაკუაცია განხორციელდა
19/07/2024 16:21:22 მსოფლიო
ათენის შემოგარენში, ატიკის რაიონში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა, – იუწყება ბერძნული მედია.
ხანძარი დღეს გაჩნდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო რაიონში მდებარე ბავშვთა ბანაკიდან ევაკუაცია დაიწყო.
ცეცხლის ქრობაში დაახლოებით 110 მეხანძრე, 25 სახანძრო მანქანა და 7 ვერტმფრენი იყო ჩართული.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ახლოს მდებარე დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება.