
სომხეთში სასწავლო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა
19/07/2024 16:41:52 მსოფლიო
სომხეთის კოტაიკის რაიონში ავიაკატასტროფა განიცადა საბჭოთა წარმოების "იაკ-52" ტიპის სასწავლო თვითმფრინავმა, რომლის ორივე პილოტიც ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა. "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანი და კურსანტი არმენ ხაჩატრიანი.
"იაკ-52" საბჭოთა კავშირში 1979-1995 წლებში გამოდიდოდა. ეს თვითმფრინავები განკუთვნილია პილოტების საწვრთბელი ფრენებისთვის.
"რადიო თავისუფლებას" სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 539-ე სტატიით, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო თვითმფრინავების მომზადების და ექსპლუატაციისა და ფრენის წესების დარღვევას და ასევე გულგრილობას, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანი დაღუპვა მოჰყვა.