
ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ირინა ფარიონი დაჭრეს, იგი ჰოსპიტაიზებულია
19/07/2024 19:16:04 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ლვოვში უცნობმა პირმა პარლამენტის ყოფილ წევრს, ენათმეცნიერ ირინა ფარიონს ცეცხლი გაუხსნა. პოლიტიკოსი თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლვოვის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ფარიონის სახლის მახლობლად მდებარე ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, იგი იძებნება. პროცესში ჩაბმულია უშიშროების სამსახურიც.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც მომხდარს „განზრახ მკვლელობის მცდელობა“ უწოდა.
"ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აშკარაა, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და ყველას, ვინც ამ თავდასხმაშია დამნაშავე, სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს",- განაცხადა ზელენსკიმ.
60 წლის ირინა ფარიონი ფილოლოგი და ენათმეცნიერია. იგი 2012-2014 წლებში იყო უკრაინის პარლამენტის წევრი. იგი ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვს მინიმუმამდე დავიდეს რუსული ენის, როგორც "ოკუპანტების ენის“ გამოყენება უკრაინაში.