Accentnews.ge
ბერბოკი: "კრემლის ქმედებები ევროპის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის"

ბერბოკი: "კრემლის ქმედებები ევროპის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის"

21/07/2024 10:37:59 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები, მათ შორის შეკავების საშუალებების გაძლიერებით", – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, ნებისმიერი სხვაგვარი საქციელი იქნება „არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ გულუბრყვილო ქმედება ცივსისხლიანი კრემლის წინაშე“.

ცნობისთვის: ვაშინგტონში გამართულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიუბილეო სამიტზე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული შორი მანძილის რაკეტები გერმანიაში 2026 წლიდან განთავსდება. გარდა ამისა, შეერთებული შტატებისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნახსენებია SM-6 საზენიტო რაკეტები და ჰიპერბგერითი იარაღის ახალი ტიპები, რომლებსაც აქვთ "მნიშვნელოვნად უფრო დიდი დიაპაზონი, ვიდრე ევროპაში განთავსებულ ამჟამინდელ სახმელეთო სისტემებს".

აშშ-ისა და გერმანიის გადაწყვეტილების საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S