Accentnews.ge
ნიკიფოროვი: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, არ დაიჯეროს, რომ მისი გამარჯვება რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი

ნიკიფოროვი: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, არ დაიჯეროს, რომ მისი გამარჯვება რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი

21/07/2024 15:35:12 მსოფლიო

ვოლოდომირ ზელენსკის პრესსპიკერის თქმით, სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტის უთხრა, არ დაიჯეროს, რომ მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი. დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი 19 ივლისს შედგა. ეს იყო 2 ლიდერის პირველი საუბარი, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა.

ამის შესახებ სერჰი ნიკიფოროვმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში საუბრისას განაცხადა. პრესსპიკერის თქმით, ზელენსკიმ და ტრამპმა განიხილეს ბოლო მოვლენები, მათ შორის რუსეთის დარტყმა კიევის უმსხვილეს ბავშვთა კლინიკაზე და ქალაქ მიკოლაივზე, რომელსაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

"პრეზიდენტთან საუბარში ტრამპი ძალიან საინტერესო რამ თქვა: მან მოუწოდა ზელენსკის არ დაიჭეროს იმ ფეიკების, რომლის მიხედვითაც მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი" - ამბობს ნიკიფოროვი.

გარდა ამისა, ნიკიფოროვის თქმით, შედგა პრინციპული თანხმობა შეხვედრის შესახებ, ასევე გამოიკვეთა კონკრეტული დროის მონაკვეთები, როდესაც შეიძლება შეხვედრა შედგეს, თუმცა მისივე თქმით, "კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია."

ნიკიფოროვის თქმით, განიხილებოდა დონალდ ტრამპის შესაძლო ვიზიტიც უკრაინაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S