Accentnews.ge
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

22/07/2024 06:23:28 მსოფლიო

რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება. ამჯერად, შეტევა კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მტკიცებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხის „ოსტოროჟნო ნოვოსტი" მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დრონი სამიზნეს მოხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S