Accentnews.ge
CRRC-საქართველო: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია

CRRC-საქართველო: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია

22/07/2024 06:47:50 საზოგადოება

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა "კავკასიის ბარომერტი" 2024, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. მისი ცნობით, ეს მონაცემი ყოველწლიურად იზრდება.

კვლევისას გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაასახელა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ მტრად, გამოკითხულთა 2%-მა - თურქეთი, 1%-მა სომხეთი.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ქვეყანან ამერიკის შეერთებული შტატებია, 8%-ის აზრით – აზერბაიჯანი, 7% პასუხობს, რომ უკრაინაა, 4-4% მიიჩნევს, რომ თურქეთი და გერმანიაა.

2% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი რუსეთია, იგივე პროცენტული მაჩვენებლები აქვთ სომხეთსა და საფრანგეთს. გამოკითხულთა 1-1% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ჩინეთი და ისრაელია.

გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ საქართველოს მეგობარი არც ერთი ქვეყანა არაა.

2024 წლის "კავკასიის ბარომეტრი" საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S