ცენტრალური საარჩევნო კომისია: მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22/07/2024 07:43:47 საზოგადოება, რეკლამა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"ღონისძიებაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატალევოვსკიმ გახსნეს.
კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ აქტივობაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების მიზნით ახორციელებს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა,ადამიანური რესურსის გაძლიერება, ინფორმირების უპრეცედენტოკამპანია, ეტაპობრივად ჩატარებული 8 საპილოტე არჩევნები და მისი შედეგები, ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი მოწესრიგების საკითხები და ა.შ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული აქტებზეც იმსჯელეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეებს ინფორმაცია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მოსამართლეებსსაარჩევნო ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა. საკუთარ პრეზენტაციაში მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“ მიერ გამოქვეყნებულიანგარიშისმიხედვით ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად.
გაიმართა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში ენახათ მათი მუშაობა.
შეხვედრის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა დმიტრო ტრეტიაკოვმა მონაწილეებს საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გააცნო, მათ შორის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. ხოლო IFES-ის მთავარმა მრჩეველმა სამართლებრივ და მართლმსაჯულების საკითხებზე ტიფეინრობლომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა.
ორდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქ. ბათუმში 20-21 ივლისს გაიმართა,მოდერაციას უწევდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძე და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
საარჩევნო დავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მთლიანობაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია სასამართლო კორპუსისთვის საარჩევნო საკითხებთან და სიახლეებთან, ასევე მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებმა ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო და ყველა არჩევნების წინ იმართება.
სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა", – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.