Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინის საზღვართან სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა

აშშ-მა უკრაინის საზღვართან სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა

22/07/2024 08:25:46 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში მდებარე 57-ე ავიაბაზაზე 2 კონტინენტთაშორისი სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 Stratofortress განათავსა, - იუწყება ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი.

მისივე ინფორმაციით, ახალ ადგილზე ბომბდამშენები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საექსპედიციო-შემტევი ესკადრილიის ფარგლებში იმოქმედებენ და ამავდროულად NATO-ს ძალებთან იურთიერთქმედებენ.

„აშშ მოწოდებულია იმუშაოს ჩვენს NATO-ელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან აღმოსავლეთ ფლანგზე, რათა უზრუველვყოთ კოორდინირებული ერთობლივი მოქმედების უნარები, რომლებიც აუცილებელია რეგიონალური უსაფრთხოების, დაცულობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.

რუმინეთში გაფრენამდე ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა პირველი სასწავლო ფრენა ფინეთისა და რუსეთის საზღვარზე განახორციელეს. ნორვეგიული გაზეთის The Barents Observer-ის ცნობით, B-52 ბომბდამშენი, რომელიც ჩრდილოეთით ლაპლანდიისკენ მიემართებოდა, სამხრეთ-დასავლეთიდან მაქსიმალურად მიუახლოვდა კოლის ნახევარკუნძულს, სადაც წრე დაარტყა და კვლავ სამხრეთიისკენ აიღო გეზი.

პილოტები ხედავდნენ ფაქტობრივად მთელს ნახევარკუნძულს, რომელზევ რუსული სარაკეტო წყალქვეშა ნავები, ასევე აეროდრომი ოლენიაა განთავსებული. რომლიდანაც რეგულარულად უშვებენ რუსულ Tu-95MS-ებს უკრაინაზე დარტყმების განსახორიცელებად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S