22-07-2024 12:50:12 ,
„ლატვიის პრეზიდენტი იცით, რომ გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან. მაგალითად, ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. ასეთი მოთხოვნების ფონზე, მისი არც ერთი განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამას გამოიყენებს. თუმცა, ეს მათი საქმეა, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. როდესაც საზოგადოება უცხოელი პოლიტიკოსისგან სამართლიან განცხადებას ისმენს, ეს საინტერესოა, მაგრამ როცა უსამართლო განცხადებას ისმენს, ეს არ არის საინტერესო“,– ამის შესახებ რემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.