Accentnews.ge
NATO-მ ნახევარ მილიონზე მეტი სამხედრო საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

NATO-მ ნახევარ მილიონზე მეტი სამხედრო საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

22/07/2024 08:54:38 მსოფლიო

უკრაინის ომის ფონზე NATO-მ 2014 წლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განახორციელა და ცივი ომის დროიდან დღემდე ყველაზე მაშტაბური გეგმები დანერგა, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარაჰ დალალამ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად საბრძოლო მზადყოფნაში ნახევარ მილიონზე მეტი NATO-ელი სამხედრო იმყოფება,

"ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დაშლას მაქსიმუმ 30 დღე დასჭირდება. შედარებისთვის, უკრაინული ომის დაწყების დროისთვის ალიანსს საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ 20 ათასი სამხედრო ჰყავდა, 2023 წლის ზაფხულისთვის კი გადაწყდა, მათი რაოდენობა 300 ათასამდე გაგვეზარდა და ეს მიზანი წლევანდელი ზაფხულისთვის გადაჭარბებით შესრულდა" - განაცხადა დალალამ.

ცოტა ხნის წინ NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს, აქტიურად ემზადონ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის, რომელიც უახლოესი 20 წლის განმავლობაში შეიძლება, დაიწყოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S