ისტორიაში პირველად, ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს "ევროპის მშვიდობის ფონდიდან" 10 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

22-07-2024 12:59:15 მსოფლიო

ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. დახმარების ზომების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან გამოუყო.

"დახმარების მიზანია, გააძლიერონ სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს. ამასთა, ეს დახმარება მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას მომავალში საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო მონაწილეობისთვის, მათ შორის ევროკავშირის მისიებში", – ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები