პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

22-07-2024 14:49:29 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში „ბრავო“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, საინჟინრო ასეულმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა და სნაიპერთა ჯგუფმა.

გეგმიური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები