
ზელენსკის თქმით, გერმანიამ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთი სისტემა გადასცა
22/07/2024 12:09:45 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot გადასცა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენი საჰაერო თავდაცვა ძლიერდება. გერმანული Patriot ჩავიდა უკრაინაში, მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიას და შეერთებულ შტატებს ამ ნაბიჯისთვის. ცაში მეტის გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და ეს შორს არის გარანტირებული დაცვისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მეტი ძალაა უკრაინისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის მოხსენებაზე და "კარგ შედეგებზე კოლაბორაციონისტებთან დაპირისპირებაში."
"ასევე არის რაღაცეები, რაზეც ახლა საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. უბრალოდ არ ღირს. ეს ოკუპანტმა უნდა იგრძნონ" - თქვა პრეზიდენტმა.