Accentnews.ge
კულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ეწვევა ჩინეთს

კულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ეწვევა ჩინეთს

22/07/2024 12:15:54 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთს ეწვევა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება პეკინში.

ვიზიტი 23 ივლისს დაიწყება და ოთხ დღეს გასტანს.

მედიის ცნობით, კულებას ვიზიტი ჩინელი კოლეგის ვანგ ის მიწვევით განხორციელდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება „რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინეთში ვიზიტი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა პეკინი მოსკოვის დახმარებისთვის, რომელიც, ზელენსკის თქმით, ცდილობდა გასულ თვეში შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტის საბოტაჟს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S