
ჩეხეთი დააჩქარებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას
22/07/2024 12:22:02 მსოფლიო
ჩეხეთი დააჩქარებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას,– იტყობინება „როიტერი“.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რაც ეროპის მიღმა ჭურვების შეძენას გულისხმობს, უკრაინას მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში 100 000 ერთეულს მიაწვდიან.
ამასთან, მისივე თქმით, სექტემბრიდან საბრძოლო მასალების მიწოდების ვადები კიდევ უფრო დაჩქარდება.