
პრიგოჟინის საფლავი სამ დღეში ორჯერ დააზიანეს
22/07/2024 13:09:16 მსოფლიო
პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე, სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის საფლავი სამი დღის განმავლობაში ორჯერ დააზიანეს.
21 ივლისს საღამოს, სასაფლაოს დარაჯმა დააკავა ვორონეჟის ოლქის 36 წლის მკვიდრი, რომელიც ეჭვმიტანილია საფლავის შეურაცხყოფაში, იუწყება Fontanka.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცის წინააღმდეგ ადმინისტრაციული მუხლით „საზოგადოებრივ ადგილებში ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენა“ შეადგინა ოქმი. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე "საფლავის შეურაცხყოფისთვის" აღიძრა.
2023 წლის 24 ივნისს პრიგოჟინმა მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, დაიკავა დონის როსტოვის სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობა და წამოიწყო მსვლელობა მოსკოვისკენ. ის და მისი მომხრეები თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.
პუტინმა პროგოჟინს „მოღალატე" უწოდა. როგორც ცნობილია, კრემლსა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებებში შუამავალი იყო ბელორასის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. 24 ივნისის საღამოსთვის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა უარი თქვა აჯანყების გაგრძელებაზე და დაქირავებული ჯარისკაცების ბელორუსში გაყვანაზე დათანხმდა.
მომხდარზე პასუხისგებაში არავინ მოიციათ, თუმცა 23 აგვისტოს პრიგოჟინის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან პეტერბურგში მიფრინავდა, ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. ბორტზე იმყოფებოდა თავად პრიგოჟინი, "ვაგნერის" მეთაური დიმიტრი უტკინი, კიდევ ხუთი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. ყველანი დაიღუპნენ.