
ხორვატიაში, მოხუცებულთა თავშესაფარში სროლას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
22/07/2024 14:15:26 მსოფლიო
ხორვატიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 22 ივლისს მამაკაცი ქალაქ დარუვარში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რაც შეეხებათ დაშავებულებს, მათი რაოდენობა უცნობია.
"შეძრწუნებულები ვართ ხუთი ადამიანის მკვლელობით მოხუცებულთა თავშესაფარში. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ დაჭრილები გამოჯანმრთელდებიან. კომპეტენტური სამსახურებისგან ველი ამ საშინელი დანაშაულის გარემოებების გამოძიებას" - თქვა ხორვატიის პრემიერ–მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის მალევე პოლიციამ დაიჭირა.
პოლიციას მედიისთვის დამატებითი ცნობები არ მიუწოდებია.