„თუ დამიჭირეს, ეგეთები გამომიგზავნეთ რა“

21-01-2020 14:18:44 ციტატა

„თეა წულუკიანმა გვაყურებინა ვიდეო, სადაც ომბუდსმენის აპარატის უსაყვარლესი თანამშრომელი უბრალოდ ფორმალურად კი არ ატარებს მონიტორინგს, თანაბრად აგრძნობინებს თავს პატიმარს, დროს ატარებს მასთან, მეგობრულია, არ თაკილობს ტუალეტში შესვლას. აღფრთოვანებული ვუყურებდი ამ დახეულჯინსებიან ბიჭს.

თუ დამიჭირეს ეგეთები გამომიგზავნეთ რა“

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ვიდეოში ჩანს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი, რომელიც საპატიმროში მონიტორინგს ახორციელებს, სვამს პატიმრის მიერ მოდუღებულ ყავას, სარგებლობს პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით. წარმომადგენელმა საკანში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები