
ჰარისის საარჩევნო კამპანიისთვის ერთ დღეში რეკორდული თანხა აგროვდა
22/07/2024 14:39:51 მსოფლიო
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა, - იტყობონება Politico.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს.
აღნიშნულია თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას.