ხმალაძე: იყო კითხვები ღრმა წარსულში ჩემს საქმიანობაზე, უკრაინაში ყოფნაზე

22-07-2024 19:32:31 საზოგადოება

წინასაარჩევნოდ დაშინების მცდელობად აფასებს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველების დაბარებას.

"დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში, ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც კონკრეტულად ვინმე პირზე ყოფილა საუბარი, ზოგადი საუბარი იყო - ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი", - თქვა ნადიმ ხმალაძემ გამოკითხვის შემდეგ.

მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, კითხვები იყო ტერორიზმთან დაკავშირებითაც:

„იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. თუ არის საშიშროება, რომ ქვეყანაში მოხდეს რაიმე ტერორისტული აქტი, რაიმე სახელმწიფო გადატრიალება, გარკვეული კონკრეტიზაცია უნდა მოხდეს, თუ გინდა, რომ ვინმესგან ინფორმაცია მიიღო...უბრალოდ ვერ გავიგეთ კითხვების შინაარსი, ვის წინააღმდეგ იყო და რას ემსახურებოდა“.

მედია წერს, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე სუსი "მასობრივად იბარებს". დასახელდა რამდენიმეს ვინაობაც. გამოკითხვაზე დაბარების შესახებ თავად ხმალაძემაც განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები