
სევასტოპოლში, სადაც რუსული ფლოტის ნაწილი და რადიელექტრონული ბრძოლის ცენტრია განთავსებული, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
23/07/2024 06:15:59 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, სადაც რუსული ფლოტის ნაწილი და რადიელექტრონული ბრძოლის ცენტრია განთავსებული, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
კერძოდ, მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხალ რაზვოჟაევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფიოლენტის კონცხის რაიონში დრონებით შეტევა განხორციელდა.
რაზვოჟაევის წინასწარი მონაცემებით, სევასტოპოლის რაიონ სევერნისთან და ფიოლენტის კონცხთან „განადგურებულია“ 15-ზე მეტი დრონი. ე.წ. გუბერნატორი ირწმუნება, რომ ქალაქში არც ერთი ობიექტი არ დაზიანებულა.
ამ რაიონზე დრონებით შეტევა იყო 15 ივლისსაც.
კიევს სევასტოპოლზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს. უკრაინის თავდაცვის ძალები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს ხშირად უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.