
რუსულ პორტ "კავკაზზე" იერიშის შესახებ იუწყებიან
23/07/2024 08:32:55 მსოფლიო
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, ქერჩში მდებარე პორტ "კავკაზზე" იერიში მიიტანა.
"ამ დილას დრონებით თავს დაესხნენ პორტ "კავკაზში" მდებარე ბორანს. ადგილზე გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ლოკალიზებულია". – წერს კონდრატიევი.
გუბერნატორის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 23 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 75 უკრაინული დრონი გაანადგურა.