Accentnews.ge
უკრაინაში მებრძოლი ქართველი გელა კახაბრიშვილი სასამართლოში გამოიკითხა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი გელა კახაბრიშვილი სასამართლოში გამოიკითხა

23/07/2024 08:49:25 სამართალი

დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გელა კახაბრიშვილი. კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმისა და შეთქმულება/ამბოხის მუხლებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს. სხვა დეტალები უცნობია, რადგან კახაბრიშვილის ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.

"სისულელეა რა, მებრძოლი მაგას არ ფიქრობს, რა დროს ტერორისტული აქტია და რა დროს აფეთქებაა, არ ვიცი, რა სისულელეა, მართლა სისულელეა. მებრძოლ კაცს, რომ ტერორისტულ აქტს ეტყვი და აფეთქებას და ეგეთ რაღაცას, მებრძოლი კაცი მაგას არ გააკეთებს, ვინც აქ არის ჩამოსული ხომ?! არც ერთი არ გააკეთებს მაგას", - განაცხადა კახაბრიშვილმა.

საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს, გრიფით საიდუმლო ადევს. შესაბამისად, საქმის დეტალები - როდის დაიწყო, კონკრეტულად რა პერიოდს ან მოვლენას უკავშირდება გამოძიება, არ საჯაროვდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა.

სუს–ში დაბარებული ყველა პირი მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს გამოკითხვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S