Accentnews.ge
თურქეთი უკრაინას ენერგოსისტემის აღდგენაში დაეხმარება

თურქეთი უკრაინას ენერგოსისტემის აღდგენაში დაეხმარება

23/07/2024 09:29:29 მსოფლიო

თურქეთი უერთდება უკრაინის დახმარებას ენერგეტიკის სექტორის აღდგენასა და წარმოების სიმძლავრის გაზრდაში. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სვეტლანა გრინჩუკი უკრაინაში თურქეთის ელჩს მუსტაფა ლევენტ ბილგენს შეხვდა. მან ელჩს უამბო უკრაინის ენერგოსისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ენერგო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის მასიური თავდასხმების შედეგად.

„მნიშვნელოვანი ამოცანაა ენერგეტიკული ობიექტების შეკეთება და აღდგენა, სადაც ეს შესაძლებელია, ისევე როგორც უკრაინელების ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდა და მივესალმებით თურქული კომპანიების მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში",– განაცხადა მან.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენის, საჭირო ტექნიკის მიწოდებისა და თურქი სპეციალისტების ტექნიკური და საექსპერტო დახმარების მიმართულებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S