Accentnews.ge
პოლონეთი: თუ არაფერი შეიცვლება, ბელარუსთან საზღვარს სრულად ჩავკეტავთ და ეს ასევე დაარტყამს ჩინურ იმპორტს

პოლონეთი: თუ არაფერი შეიცვლება, ბელარუსთან საზღვარს სრულად ჩავკეტავთ და ეს ასევე დაარტყამს ჩინურ იმპორტს

23/07/2024 10:06:12 მსოფლიო

პოლონეთის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ბელარუსთან პოლონელი აქტივისტისა და ჟურნალისტის ანდჟეი პოცობუტის გასათავისუფლებლად, რომელსაც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმმა რვა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ რადიო ZET იტყობინება.

როგორც აღინიშნა, მოლაპარაკებებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულო სამსახურების დაბალი რანგის წარმომადგენლები აწარმოებენ.

იუწყებიან, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება, პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების გაგზავნის შეწყვეტა და მიგრანტის მიერ პოლონელი მესაზღვრის მკვლელობის საქმეში თანამშრომლობა არის პოლონური მხარის პირობები, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ვარშავასა და მინსკს შორის სასაზღვრო გადასასვლელების ფართოდ გახსნაზე.

ბელარუსიდან გზავნილებს, რომ მზადაა, განიხილოს სასაზღვრო კრიზისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოკლედ უწოდა "გამოგონილი".

"ჩვენ მათი არ გვჯერა. თუ არაფერი შეიცვლება, მთლიანად დავკეტავთ საზღვრებს ბელარუსთან და ეს ასევე დაარტყამს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელს",– თქვა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S