Accentnews.ge
მათიკაშვილი: სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს, რომლის მიზანიც „ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაა

მათიკაშვილი: სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს, რომლის მიზანიც „ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაა

23/07/2024 10:39:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, "სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს, რომლის მიზანიც „ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაა"

„პირველივე დღეს, როცა ისინი გამოიკითხნენ, მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ გამოძიება სწორედ ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, ადვოკატებმა და ფიგურანტებმა არ გაასაჯაროეს და საზოგადოებას დაუმალეს. მათ ეს მეექვსე დღეს წამოცდათ ან მოუწიათ იმის აღიარება, რომ გამოძიება შეთქმულებასთან ერთად სწორედ ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ტერორისტილი აქტის „ქართული ოცნების“ ლიდერების – მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებაა. რატომ დასჭირდა რადიკალურ ოპოზიციას ამ საკითხის დამალვა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის არგაცხადება? რა იყო ამ ყველაფრის დამალვის მიზეზი?

მარცხისთვის განწირული რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის კრიმინალისა და ტერორისტული აქტების მეშვეობით სახელმწიფოს გადატრიალებაზე. სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ტერორისტული აქტითა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალებას ეხება. გამოძიება ექვსი დღეა, მიმდინარეობს და ამას რადიკალური ოპოზიცია, საქმის ფიგურანტები და მათი ადვოკატები მალავდნენ. ყველა მტკიცებულება და საქმის გარემოებები გამოძიების წიაღშია და კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვები ტერორიზმისა და შეთქმულება/ამბოხის მუხლებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს. საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს, გრიფით საიდუმლო ადევს. შესაბამისად, საქმის დეტალები - როდის დაიწყო, კონკრეტულად რა პერიოდს ან მოვლენას უკავშირდება გამოძიება, არ საჯაროვდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა.

სუს–ში დაბარებული ყველა პირი მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს გამოკითხვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S